რა დაემართა Starbucks-ს?

image

რა დაემართა Starbucks-ს?

Starbucks-ის კლიენტები შეიძლება წაბლის ჩაიმ, პიტნის მოკამ და ჯანჯაფილის ლატემ დაღალოს

პარასკევს Starbucks-ის (SBUX) აქციები დაეცა თითქმის 6%-ით, მას შემდეგ, რაც გაყიდვები გასცდნენ უოლ-სტრიტის პროგნოზებს. შემოსავალმა ზედა შეფასებებს მიაღწია, მაგრამ ეს არ იყო ინვესტორებისთვის საკმარისად შთამბეჭდავი.

მეტიც, უკანასკნელი წლის განმავლობაში გახსნილი მაღაზიების გაყიდვები სულ 2%-ით გაიზარდა აშშ-ში, რაც ასევე ნაკლებია, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.

იმედგამაცრუებელი ციფრების ერთ-ერთი მიზეზი: Starbucks-ის შეზღუდული სადღესასწაულო აქციები იყო უფერული, როგორც აღნიშნა კონფერენციის დროს გენერალურმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა.

სადღესასწაულო სასმელებმა, სასაჩუქრე ბარათებმა და სხვა საქონელმა „მომხმარებლის დაგეგმილი გამოხმაურება არ გამოიწვია, - თქვა ჯონსონმა. საინტერესო იქნება იმის ნახვა, Starbucks მომავალ წელსაც გამოიყენებს იმავე უსარგებლო სასმელებს, თუ ახალს გამოიგონებს.

კიდევ ერთი პრობლემა: როგორც ჩანს, Starbucks არ იზიდავს ახალ კლიენტებს. გაყიდვების ზრდა აშშ-ში მოდის იმ მომხმარებლებისგან, რომლებმაც დაიწყეს მეტის ხარჯვა. მაგრამ რეალური ტრანზაქციების რაოდენობა დარჩა უცვლელი.

სავაჭრო ცენტრების ნელი სიკვდილი ასევე ზიანს აყენებს Starbucks-ს. Starbucks-ის მაღაზიების მხოლოდ 6% მდებარეობს სავაჭრო ცენტრებში, მაგრამ მათში გაყიდვები შემცირდა კვარტლის განმავლობაში.

ამიტომ ინვესტორებს ღელვის მიზეზი აქვთ. ჯონსონმა გენერალური დირექტორის პოსტი ლეგენდარული ჰოვარდ შულცის შემდეგ დაიკავა წინა წლის აპრილში. მას შემდეგ Starbucks-ის აქციების ფასი ოდნავ თუ შეიცვალა, რაც არ არის კარგი.

ამავე დროს, S&P 500 გაიზარდა 20%-ზე მეტით, Starbucks-ის კონკურენტი Dunkin Brands (DNKN) 25%-ზე მეტით, ხოლო McDonalds (MCD) 35%-ით გაიზარდა.

Starbucks-ისთვის დადებით მომენტს წარმოადგენს ის, რომ ჩინეთი კვლავ ნათელ წერტილად რჩება.

გაყიდვები ჩინეთში გაიზარდა 30%-ზე მეტით მეოთხე კვარტალში, მაღაზიის გაყიდვები კი 6%-ით. ანალიტიკოსებთან საუბარში ჯონსონმა თქვა, რომ ახალი ელიტური Starbucks Roastery შანჰაიში ახლა წარმოადგენს Starbucks-ის ყველაზე შემოსავლიან მაღაზიას მსოფლიოში.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ინვესტორებმა მხედველობაში უნდა მიიღონ Starbucks-ის წარმატება ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, და ნაკლები იფიქრონ ამერიკული გაყიდვების შენელებაზე.

„იმპულსი გრძელდება, მიუხედავად ბოლოდროინდელი დაძაბულობისა, და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ზრდის უდიდესი პოტენციალი დარჩება Starbucks-ისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - წერს Wells Fargo Securities-ის ანალიტიკოსი ბონი ჰერცოგი თავისი ხუთშაბათის სტატიაში.

მაგრამ ბევრი ინვესტორი აშკარად ნერვიულობს იმ პრობლემების გამო, რომლებსაც Starbucks საშინაო ბაზარზე განიცდის.

Instinet-ის მარკ კალინოვსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ უოლ-სტრიტი „იქნება ფოკუსირებული - და სამართლიანადაც ამერიკული ზრდის ნელ ტემპებზე. მან დაამატა, რომ ამ ეტაპზე ის ინარჩუნებს თავის ყიდვის რეიტინგს Starbucks-თვის, მაგრამ „ჩვენ ყურადღებით თვალს ვადევნებთ მაღაზიის კვარტალურ გაყიდვებს.

Starbucks-ის საშინაო სტრატეგიაში ბევრი რამაა მოსაწონი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ დანერგა ტექნოლოგია და, მოსალოდნელია, რომ შეინარჩუნებს მას ჯონსონის, Juniper Networks-ის (JNPR) ყოფილი გენერალური დირექტორის და Microsoft-ისა (MSFT) და IBM-ის (IBM) ვეტერანის, დროსაც.

ციფრული გაყიდვები სწრაფად გაიზარდა Starbucks-ის მობილური აპლიკაციის წყალობით. ჯონსონმა თქვა, რომ ის იმდენად პოპულარულია, რომ კომპანია განიხილავს აშშ-ში „უნაღდო მაღაზიების გახსნის მცდელობას.

შულცმა ასევე მიანიშნა, რომ Starbucks „იმყოფება უნიკალურ მდგომარეობაში, რომ გამოიყენოს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ტექნოლოგიები კანონიერი გადახდის საშუალებების სახით.

მაგრამ GlobalRetail-ის მმართველმა დირექტორმა ნილ სონდერსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ Starbucks-მა მეტი უნდა გააკეთოს ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით, განსაკუთრებით მაღაზიებში.

ადამიანებს ჯერ კიდევ უწევთ დიდხანს ლოდინი, რომ გააკეთონ შეკვეთა და მიიღონ სასმელები. ზოგიერთმა ივარაუდა, რომ მაღაზიებში კიოსკების არსებობამ შეიძლება საქმეს უშველოს.

„პიკის დროს ზოგიერთი მაღაზია დაკავებულია, მომსახურება კი მტკივნეულად ნელია, - დაწერა სონდერსმა. „თუმცა Starbucks კარგად იყენებს ტექნოლოგიას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მას სჭირდება გადახედოს იმას, როგორ შეუძლია მაღაზიაში ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა მოლოდინის დროის შემცირების მიზნით.

რა თქმა უნდა, რიგში მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი უკეთესი პრობლემაა, ვიდრე ცარიელი მაღაზიები.

ამიტომ, სავარაუდოდ, ინვესტორებისთვის ძალიან ადრეა იმაზე ღელვა, რომ Starbucks ჯონსონისა და ახალი საოპერაციო დირექტორის, Walmart-ის (WMT) Sams Club-ის ყოფილი უფროსის, როზალინდ ბრიუერის ხელმღვანელობის დროს პოზიციებს კარგავს.

მაგრამ ინვესტორები მოთმინებას კარგავენ ახალ მმართველი გუნდის მიმართ და სურთ აშშ-ს მაღაზიებში უკეთესი შედეგების ხილვა.

შულცი უკვე დაბრუნდა - პირველად ის გადადგა გენერალური დირექტორის პოსტიდან 2000 წელს და დაბრუნდა 2008-ში. თუ მოვლენები ცუდად განვითარდება, ინვესტორებმა შეიძება მოითხოვონ მისი კიდევ ერთხელ დაბრუნება.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი