BEELINE 90 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა

image

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას, შპს „ვიონი საქართველოს” (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი”) მიერ  სააბონენტო ნომრის გაცემა  მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებულიხელშეკრულების გარეშე განხორციელდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.


გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო,ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს” მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონულიკომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამკომპანიას 90000 ლარიანი ჯარიმის გადახდა  დააკისრა.


მომწოდებელი news.ge

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი