“რუსეთში ოლიგარქები უკვე აღარ არიან”

image

რუსეთში უკვე აღარ არიან ოლიგარქები –  მხოლოდ სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესმენები. ამის შესახებ Bloomberg TV ეთერში რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა.
არ მგონია, რომ ჩვენ გვყავს ოლიგარქები, ეს 1990-იანი წლების კონცეფცია იყო.
ახლა ჩვენ გვყავს  შრომისმოყვარე, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესმენები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყანაზე და ფულს, პასუხისმგებელი ბიზნესის კეთებით შოულობენ”, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამგვარად უპასუხა მან კითხვას, რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ  სანქციების შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

სანქციები ცხოვრებას ართულებს, თუმცა შეუძლებელს არ ხდის”, დასძინა დვორკოვიჩმა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება, ამერიკელები რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაურბიან.

 




მომწოდებელი news.ge

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი