შარლიზ ტერონის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი

image

ბევრმა მაყურებელმა შეიძლება არც იცის კომპანია „ამაზონ სტუდიოს“ ახალი ფილმის Gringo -ს შესახებ, რომელიც ე.წ შავი კომედია იქნება ბევრი დრამატული და საინტერესო სცენებით. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფილმის პირველი ტრეილერი, რომელიც მართლაც სახალისო სანახაობას გვპირდება.

სიუჟეტის მიხედვით, ჯოელ ედგარტონის და შარლიზ ტერონის პერსონაჟები ცდილობენ ბისნესმენებს მარიხუანას დიდი რაოდენობა მიჰყიდონ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გარიგება უეცრად დიდ აურზაურს გამოიწვევს, რომელშიც მექსიკის უმსხვილესი ნარკობარონები ერთვებიან. საინტერესო სცენარს, ასევე თან ახლავს ნამდვილად კარგი მსახიობები, რაც ბუნებრივია ფილმს უფრო მიმზიდველს ხდის.

Gringo-ს გამოსვლის თარიღია 2018 წლის, 9 მარტი.

 

 




მომწოდებელი news.ge

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი