როგორ შეიძლება ფულის დაზოგვა

image

ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების უამრავი მეთოდი არსებობს. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს: 
დაზოგვა პროდუქტებზე
თუ პროდუქტების შეძენისას ფასდაკლებების აქციებს და საბითუმო სავაჭრო წერტილებს გაიხსენებთ, ნამდვილად შეძლებთ ამ მოთხოვნად პროდუქტებზე დახარჯული თანხების საკმაოდ შემცირებას.

დაზოგვა ტრანზპორტზე 
თუ თქვენ რეგულარულად სარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაშინ გონივრულია იქონიოთ სამგზავრო ბარათი, რომლის დღეში რამოდენიმეჯერ გამოყენება გარკვეულ შეღავათს გაძლევთ. 
თუ თქენ მანქანა გყავთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ დიდ საცობებში მოხვედრისას ძრავი გამორთოთ, გაუფრთხილდით ზოგადად მანქანას და არ დაზოგოთ ხარისხიან ბენზინზე. 
დაზოგვა კომუნალურებზე
ნუ გექნებათ საჭიროების არარსებობის შემთხვევაში ანთებული შუქი, ჩართული გაზქურა, უთო, ტელევიზორი ან სხვა ტექნიკა. კომუნალურებზე დაზოგილი თანხა არც თუ ისე მცირეა, რაც აუცილებლად გამოგადგებათ სხვა, უფრო სასარგებლო საკითხების მოსაგვარებლად. ასევე მნიშვნელოვანია სახლში იქონიოთ ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც გათვლილია ელექტრო ენერგიის ეკონომიურ მოხმარებაზე. 
დაზოგვა თავის მოვლაზე
თუ თქვენ ნამდივლად გსურთ თანხის დაზოგვა, სალონში მანიკურის, პედიკურის, თმის შეღებვის, მაკიაჟის გაკეთების ნაცვლად შეგიძლიათ ეს პროცედურების სახლში ჩაიტაროთ (ეს უშუალოდ ქალბატონებს ეხებათ). მოიძიეთ ინტერნეტში სხვადასხვა მასალა, სადაც მოცემულია მსგავსი პროცედურების ჩატარების შესახებ სრული ინფორმაცია. გაეცანით და შეეცადეთ მაქსიმალურად გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და ამაში ფული არ გადაიხადოთ.
ყველას, განსაკუთრებით კი ქალებს უყვართ შოპინგი. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ფასდაკლებების გამოცხადებას, როცა ზამთრის კოლექციაზე თითქმის 50%-იანი ფასდაკლებაა გაზაფხულიდან და პირიქით. 
ნუ მოერიდებით მეორად ან ე.წ. აუთლეთ მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა: Fred Perry, Marco Polo, Merc, Lacoste, Sergio Tacchini და სხვა. ფასიც გაცილებით დაბალია და თანხის დაზოგვის შანსიც დიდია.
ცხოვრების ჯანსაღი წესი – სასარგებლო არჩევანი
დაკავდით სპორტით და იქონიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს დღეისათვის ძალიან მოდურიცაა, სასარგებლოც და ეკონომიური პოზიციაც. სავალდებულო არ არის ძვირადღირებულ სპორტდარბაზში ან ფიტნეს კლუბში იაროთ. საკმარისია მხოლოდ სპროტული სამოსი და ფეხსაცმელი - დილაობით სახლთან ახლოს პარკს ან სარბენ ბილიკს უპრობლემოდ მოძებნით. 

ასევე გახსოვდეთ, რომ სიგარეტს და ალკოჰოლს ყოველთვიურად უდიდესი ზარალი მოაქვს არამარტო თქვენი ჯიბისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. თუ ამ მავნე ჩვევებისთვის საკმარისი ფული გაქვთ, ნუ დახარჯავთ მათ შესაძენად, გადაეჩვიეთ მავნე ჩვევებს და ფული გადადეთ უფრო სასარგებლო რამისთვის. 
ბოლოს გვინდა შეგახსენოთ, რომ საზღვარგარეთ შვებულებაში წასასვლელად ან სხვა სიამოვნების დასაკმაყოფილებლად რაიმეზე კატეგორიული უარის თქმა სულაც არ არის საჭირო, უბრალოდ ისწავლეთ ფინანსების გონივრულად წარმართვა, სწორად დაზოგვა და რაც მთავარია - გაითვალისწინეთ ჩვენი საიტის რჩევები.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი