როგორ გამოიყურება ბილ გეიტსის პორტფელი

image

როგორ გამოიყურება ბილ გეიტსის პორტფელი

ჟურნალ Forbes-ის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია ბილ გეიტსი 86 მილიარდი დოლარის კაპიტალით. მან მიატოვა ჰარვარდის უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური მეწარმე გახდა, რომელმაც დააარსა Microsoft 1975 წელს. ათწლეულების განმავლობაში, გეიტსი წარმატებით ავითარებდა მას და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ კომპანიად აქცევდა, პროცესში კაპიტალის დაგროვებით.

მას შემდეგ გეიტსი ჩამოშორდა Microsoft-ის ყოველდღიურ საქმიანობას და ყურადღება საქველმოქმედო მიზნებზე გაამახვილა, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის საშუალებით. ამ მიზნებში შედის მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება, იარაღის კონტროლის რეფორმა და განათლების რეფორმა. ფონდს ინვესტიციების მნიშვნელოვანი პორტფელი გააჩნია. მისი საინვესტიციო ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოს ფონდის კაპიტალი კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც მუშაობენ რთული და საფუძვლიანი პრობლემების გადაწყვეტაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ფონდის ყველაზე ცნობილი ჰოლდინგების ნაწილი, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

Berkshire Hathaway, Inc.

ფონდის უმსხვილესი ჰოლდინგია Berkshire Hathaway, Inc. (NYSE: BRK.B). ფონდი ფლობს მისი აქციების 69 მილიონზე მეტს საბაზრო ღირებულებით 11,3 მილიარდი დოლარი, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რაც პორტფელის 59%-ზე მეტია.

Berkshire Hathaway ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა S&P 500-ზე საბაზრო კაპიტალიზაციით 410 მილიარდი დოლარის ოდენობით, და 2016 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა Fortune 500 რეიტინგში. ბილ გეიტსს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს უორენ ბაფეტთან, რომელიც მან 1991 წელს გაიცნო; გეიტსი Berkshire Hathaway-ის დირექტორთა საბჭოში შედის. ორივე ინვესტორმა ხელი მოაწერა პირობას, თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ფილანთროპული მიზნებით გამოიყენონ.

Waste Management, Inc.

Waste Management, Inc. (NYSE: Wm) წარმოადგენს მეორე უდიდეს ჰოლდინგს ფონდის პორტფელში. ფონდი ფლობს 18,6 მილიონ აქციაზე მეტს საბაზრო ღირებულებით 1,32 მილიარდი დოლარი, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით. Waste Management-ის წილი ფონდის პორტფელში 6,9%- შეადგენს.

Waste Management წარმოადგენს ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი მომსახურების მიმწოდებელს. ის ასევე ამუშავებს ნარჩენებს ელექტროენერგიასა და ნაგავსაყრელ გაზში აშშ- ენერგეტიკული ობიექტებისთვის. ეს არის ნარჩენების მართვის უმსხვილესი კომპანია ქვეყანაში 21 მილიონზე მეტი კლიენტით. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 31,8 მილიარდ დოლარს.

გეიტსს კომპანია, სავარაუდოდ, იზიდავს მისი ძლიერი დივიდენდებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების გამო. Waste Management ასევე მუშაობს ენერგიის განახლებადი წყაროებით და გადააქცევს ნაგავსაყრელზე მიღებულ გაზს ელექტროენერგიად.

Canadian National Railway Company

კანადის ეროვნული რკინიგზა უზრუნველყოფს ინტეგრირებულ სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო გადაზიდვებს, სატვირთო გადამისამართებას და საწყობებს. კომპანია ძირითადად ნავთობპროდუქტების, მარცვლეულისა და სასუქების, ნახშირის, ლითონებისა და საავტომობილო პროდუქტის ტრანსპორტირებას ახორციელებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 56 მილიარდი დოლარია. კომპანიის 2016 წლის შემოსავალი 12,03 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი