ბახტაძე: პირველ სამ კვარტალში ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

image

პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემსაქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დაზუსტებულ მონაცემს 17.6 პროცენტით აღემატება.უცხოური ინვესტიციების მიხედვით ლიდერი ეკონომიკის სექტორში ტრანსპორტი და კომუნიკაციებია, სადაც ინვესტიციებმა 178 მილიონი აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი, შეადგინა. მაღალიმაჩვენებელი ფიქსირდება ასევე მშენებლობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო სექტორში და მრეწველობაში.




მომწოდებელი news.ge

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი