5 მიზეზი თუ რატომ უნდა გარისკოთ ხშირად

image

რა არის რისკი? ერთის მხრივ, ეს არის ბედნიერი ბილეთის ხელში ჩაგდების შანსი, მეორეს მხრივ - წარუმატებლობის განცდის საშიშროება. ღირს თუ არა გარისკვა? ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ უნდა გარისკოთ ზოგჯერ მაინც და წახვიდეთ ვა-ბანკზე. 
1. რისკი უფრო შესამჩნევს გხდით - მას შემეგ, რაც შესამჩნევი გახდებით, მეტი შანსი გეძლევათ დაწინაურდეთ, კლიენტები მოიზიდოთ ან სასარგებლო წინადადება მიიღოთ. 
2. რისკს მიყავხართ ცვლილებებისკენ - მოვლენების ერთგვაროვანი წრის გარღვევის ერთად-ერთი საშუალება არის ისეთი რამის კეთების დაწყება, რაც მანამდე არასოდეს გიკეთებიათ. ახლის კეთება ყოველთვის არაკომფორტულია, ამასთან ცვლილებებს ყოველთვის ახლავს შიშის განცდა, რადგან არ იცით გამოვა თუ არა, სასურველ შედეგს მიიღებთ თუ არა. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ საკუთარ თავზე რისკის აღებით და შემდეგ იმის დანახვით, რომ დრო უშედეგოდ დახარჯეთ, მოგეცემათ გაცილებით მეტი სასარგებლო გამოცდილება, ვიდრე მშვიდი და ერთგვაროვანი ყოფით. 
3. რისკი საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ, რომ ცოცხალი ხართ
არის განსაზღვრული გრძნობა იმისა, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ. მაგრამ ვერაფერი შეედრება რისკის დროს განცდილ გრძნობას. მხოლოდ ეს გრძნობა ღირს იმად, რომ გარისკო.
4. რისკი იძლევა მაღალ სტანდარტებს
რისკი დიდი გამარჯვებებისკენ გზას გიხსნით. საკმარისია ამ ყველაფერს ერთხელ მაინც გაუსინჯო გემო, რომ თავში მაშინვე ახალი სტანდარტები იწყებს ფორმირებას, რასაც შემდეგ მოსდევს ახალი გამარჯვებები, ახალი შედეგები, ნორმების ახალი დონე და ყველაფერი მეორედება, მეორდება... 
5. რისკი გაჩვენებთ რა შეგიძლიათ
რისკი - ეს არის თქვენი იდეების, შეხედულებების, არჩევანის გამოხატვა, მას შეუძლია ბევრი რამ მოგითხროთ საკუთარი თავის შესახებ. რაც უფრო მეტ სიახლეს გასინჯავთ, მით უფრო მეტ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში. 
რისკის მორალი ასეთია: ჩვენ მანამ ვერ გავიგებთ საკუთარ რეალურ შესაძლებლობებს, სანამ არ გავრისკავთ. ჩვენ თავად განვსაზღვრავთ საკუთარი უფლებების საზღვრებს და ჩვენზეა დამოკიდებული მათი გაფართოვება. 

საინტერესოა, არის თუ არა ამ ყველაფერში მეორე მხარე? - არის. თქვენ შეიძლება გარისკოთ და გადახტეთ. ამისგან არავინ არის დაზღვეული. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მცირედით დაკმაყოფილდებით თუ ბედნიერების ძიებაში რისკზე წახვალთ... 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი