ნავთობი: აშშ-ში წარმოება პიკს აღწევს?

image

ნავთობი: აშშ-ში წარმოება პიკს აღწევს? 

2016 წლის ოქტომბრიდან აშშ-ში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 1 მილიონზე მეტი ბარელით დღეში, ორი მესამედის ჩანაცვლებით იმ რაოდენობისგან, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) უნდა შეემცირებინა ფასების დაწევის მიზნით. და მაინც, როგორც ჩანს, აშშ-ში წარმოების ზრდა ნელდება (ნახ.1), სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, ეს უნდა იყოს კარგი ამბავი OPEC-ისა და ნავთობის ფასებისთვის. ის, ვინც იმედოვნებს, რომ აშშ-ში ნავთობის წარმოება გააგრძელებს ზრდას, ორ რამეზე უნდა დაფიქრდეს:

მოქმედი ნავთობმომპოვებელი პლატფორმების რაოდენობის ზრდა შეჩერდა. (ნახ.1)

მოქმედი ნავთობმომპოვებელი პლატფორმების ზღვრული პროდუქტიულობა სწრაფად მცირდება. (ნახ. 2)

ნავთობმომპოვებელი პლატფორმების რაოდენობამ ივლისში 750-ზე მეტი ერთეული შეადგინა, ნავთობის მომსახურების მიმწოდებლის ბეიკერ ჰუგის მონაცემებით. ეს თავისთავად შეიძლება აშშ-ში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მიუთითებდეს. თუმცა, საშუალოდ, ერთ ნავთობმომპოვებელ პლატფორმას დაახლოებით ოთხი თვე სჭირდება, ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოება რომ დაიწყოს, თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს აღჭურვილობისა და ადგილის მიხედვით. გარდა ამისა, დაახლოებით 100-ზე მეტი  პლატფორმა ფუნქციონირებს დღეს, ვიდრე იყო ოთხი თვის წინ. ეს მეტყველებს მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ნავთობის მოპოვების შემდგომი ზრდის შესაძლებლობაზე.

რაც უფრო მეტ შფოთვას იწვევს, ესაა პლატფორმების ზღვრული პროდუქტიულობის კოლაფსი. როდესაც ნავთობის ბაზარმა მაისში ზრდა დაიწყო, ენერგეტიკულმა მრეწველობამ გაშალა თავისი საუკეთესო აღჭურვილობა ყველაზე პერსპექტიულ სფეროებში. თავიდან ყოველი დამატებითი პლატფორმა აწარმოებდა დღეში ნავთობის 6 000 ბარელს 4 თვის განმავლობაში ვიდრე აშშ-ს მთლიანი წარმადობა გადააჭარბებდა ამოწურვის დონეს. დროთა განმავლობაში პლატფორმების რაოდენობა და ნავთობის წარმოებაც გაიზარდა. მაგრამ მიმდინარე წლის თებერვლამდე თითოეული ახალი პლატფორმის ზღვრული პროდუქტიულობა შემცირდა დაახლოებით 75%-ით, თითოეული ახალი პლატფორმა დღის წარმოებას ამატებდა მხოლოდ 1400 ბარელს ამოწურვის ნორმის გადაჭარბებით. ეს ასახავს როგორც ფიქლის მოკლევადიან ხასიათს, ნავთობის წარმოების სწრაფი ზრდითა და შემცირებით, ასევე იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული მრეწველობა იყენებდა ნაკლებად განვითარებულ აღჭურვილობას ნაკლებად პერსპექტიული საბადოებისთვის, ვინაიდან ადვილად ხელმისაწვდომი ნავთობის უდიდესი ნაწილი უკვე აღებული იყო.

ამგვარად, უკანასკნელ 4 თვეში დამატებულ თითქმის 100 პლატფორმას შეუძლია აშშ-ს წარმოებას დაამატოს (ოპტიმისტურად) 150 000 დამატებითი ბარელი დღეში. წარმოების ეს ზრდა ჯერ კიდევ ართულებს OPEC-ის საქმეს, მაგრამ აშშ-ში წარმოებამ შეიძლება მალე მიაღწიოს 9,75 მილიონ ბარელს დღეში, რაც შეესაბამება, მაგრამ არ აღემატება მის დონეს 2015 წლის ზაფხულიდან.

იმისათვის, რომ ნახოთ, როდის შეიძლება დაიწყოს აშშ-ს წარმოებამ შემცირება, შეხედეთ როგორც ნავთობმომპოვებელი პლატფორმების რაოდენობას, ასევე დამატებითი პლატფორმების ზღვრულ პროდუქტიულობას. პლატფორმების რაოდენობის ზრდა შეჩერდა, როდესაც ნავთობის ფასი დაეცა 50 დოლარამდე ერთი ბარელისთვის. ახლა, როდესაც ფასი ოდნავ გაუმჯობესდა, საინტერესო იქნება ნახვა, თუ უპასუხებს ენერგეტიკული მრეწველობა ამას აღჭურვილობის გაშლით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდება, ეს არ იქნება აშშ-ში წარმოების გაგრძელების გარანტია. ამისათვის პლატფორმებმა უნდა აწარმოონ მეტი ნავთობი, ვიდრე ამოიწურება არსებული ჭაბურღილებიდან, როგორც ტრადიციულიდან, ასევე ფიქალურიდანაც.

რამდენიმე თვეში აშშ-ში წარმოება შეიძლება ისევ შემცირდეს, და თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება ოპტიმისტური ნავთობისთვის, სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში. მომხმარებლებისა და სხვებისთვის, ვინც ფასების შემცირებას ელოდება, კარგი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ სხვა პირობები არაა თანაბარი. OPEC ცნობილია იმით, რომ არ იცავს წარმოების შემცირებას და, საბოლოო ჯამში, შეიძლება დანებდეს წარმოების ამოწურვის შემდეგ. უკვე ახლა ორგანიზაციაში ბზარები ჩნდება. ნავთობზე ფასების ზრდის თვალსაზრისით, ფასები წარმოადგენენ პოლიტიკური სტაბილურობის საკითხს. ვენესუელა სწრაფად გადადის ქაოსში, და იგი არ არის ნავთობის ერთადერთი პოტენციურად არასტაბილური ექსპორტიორი.

კიდევ ერთი პოტენციურად ოპტიმისტური ფაქტორი: ნავთობის მარაგი, რომელიც გაიზარდა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, აჩვენებს პირველ შემცირებას წლიურ აღრიცხვაში 2014 წლიდან (ნახ.3). მარაგის მოკლევადიანმა შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნავთობის ფასებზე ბაზრის გაწმენდის პროცესში. თუმცა ნაკლები მარაგი შეიძლება საბოლოო ჯამში ნავთობის ბაზრის ზრდის საფუძვლად იქცეს.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი