ოთხი ნაბიჯი ფინანსური წარმატებისკენ ნობელის პრიზიორი ეკონომისტებისგან

image

ოთხი ნაბიჯი ფინანსური წარმატებისკენ ნობელის პრიზიორი ეკონომისტებისგან 

ჩვენი ტვინი ხშირად მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც საქმე ეხება ფულს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ თალერმა მიიღო ნობელის პრემია თავისი კვლევებისთვის ქცევითი ეკონომიკის სფეროში. ნაწილობრივ თალერის კვლევების წყალობით, მრავალი კომპანია დღეს ავტომატურად რთავს თავის თანამშრომლებს საპენსიო პროგრამებში.

თქვენ შეიძლება არ იცნობდეთ მას, მაგრამ ნობელის პრემიის უკანასკნელმა ლაურეატმა ბევრი რამ იცის ფულთან თქვენი ურთიერთობის შესახებ. პროფესორმა რიჩარდ თალერმა, ბესტსელერის Nudge (ბიძგი) ავტორმა, პრემია ოქტომბერში მიიღო, თავისი წვლილისთვის ქცევითი ეკონომიკის სფეროში - ფაქტობრივად, იმისი შესწავლისთვის, როგორ და რატომ ვიღებთ ჩვენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს რეალურ ცხოვრებაში.

ქცევითი ეკონომიკის ბევრი ცენტრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანწილად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული გონივრულ ეკონომიკურ მსჯელობებთან, მაგრამ საკუთარ ფინანსებში არეულობას წარმოვქმნით. თუმცა ჩვენ არ ვართ მარცხისთვის განწირულნი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, რაც მეცნიერებმა გაიგეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი - ჩვენთვის და ჩვენს წინააღმდეგ - რომ მივაღწიოთ წარმატებას.

თქვენს წინაშეა ოთხი გზა, რომელიც, ნობელის პრიზიორების თქმით, ამაში ხელს შეგვიწყობს.

1.       ავტომატურად იმოძრავეთ სიმდიდრისკენ

სტატუს-კვოს პრიორიტეტი - ჩვენი ტენდენცია, დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, რაც, გარემოებების მიხედვით, შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. ნაწილობრივ თალერის კვლევების წყალობით, მრავალი კომპანია დღეს ავტომატურად რთავს თავის თანამშრომლებს საპენსიო პროგრამებში და აძლევს მათ უფლებას, მასზე თქვან უარი (იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი არაფერს შეცვლის), ვიდრე პირიქით. მიჰყევით ნაგულისხმებ მნიშვნელობებს (ბუნებრივ ინსტინქტს) და თქვენ მაინც აღმოჩნდებით სწორ გზაზე. მეტიც, ფირმების უმეტესობა, რომელიც ავტომატურად არეგისტრირებს მონაწილეებს, ასევე რთავს მათ ესკალაციის ავტომატურ პროგრამებში, რომლებიც წლიურად ზრდიან შენატანს.

ავტომატიზაციის სარგებელი საპენსიო დანაზოგის ფარგლებს მიღმაც ვრცელდება: ავტომატური გადარიცხვები დანაზოგისა და სხვა საინვესტიციო ანგარიშებზე, ასევე ავტომატურად გადასახადების გადახდა დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით მოძრაობაში.

2.       არ მიაქციოთ ყურადღება ცუდ ბიძგებს.

ავტომატური ჩართვა საპენსიო და საინვესტიციო გეგმებში კარგი ბიძგია. მაგრამ ასევე არსებობს ცუდი ბიძგებიც, რომლებიც იყენებენ ჩვენს დამოკიდებულებას სტატუს-კვოს მიმართ ჩვენს წინააღმდეგ. მაგალითად, თქვენ შეიძლება ერთხელ დაინახოთ შემოთავაზება უფასო საცდელი ვერსიის ან რაიმე მომსახურების გამოწერის შესახებ, თუ წარადგენთ თავისი საკრედიტო ბარათის ნომერს. კარგად ჟღერს, თანაც თქვენ ფიქრობთ, რომ შემდგომში შეძლებთ მის გაუქმებას, მაგრამ ნურას უკაცრავად! როდესაც უფასო საცდელი ვერსიის მოქმედება დასრულდება, თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ მისი გაუქმების შესახებ, თანხის ჩამოჭრა ანგარიშიდან კი გაგრძელდება, ან გაყიდვების მენეჯერები დაიწყებენ თქვენს შეწუხებას.

ასეთი კომპანიების მიზანია, მოიცვან რაც შეიძლება მეტი კლიენტი იმ იმედით, რომ ბოლოს ვინმეს ან დაავიწყდება მომსახურების გამორთვა, ან ვერ გაიაზრებს მათ ცუდ პირობებს, თანხის ჩამოჭრა კი გაგრძელდება კომპანიის სასარგებლოდ. ამ ცოდნის გამოყენებით, სიფრთხილით მოეპყარით ასეთ კარგ და უფასო გარიგებებს, თუ არ ხართ მომსახურების შემდგომი გამოყენებით დაინტერესებული. ან შექმენით შეხსენება, რომ დროულად გააუქმოთ ის.

3.       შეწყვიტეთ თქვენი ინვესტიციების გულმოდგინედ შემოწმება.

ჩვენთვის, როგორც გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება ემართება ჩვენს ინვესტიციებს დღეს, ამიტომ საკუთარი პორტფელის მუდმივი შემოწმება ზედმეტია და პოტენციურად სახიფათოც კია. თავის წიგნში აზროვნება, სწრაფი და ნელი ფსიქოლოგი დანიელ კანემანი, რომელმაც 2002 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში, წერს: ძალიან მჭიდრო დღიური [საფონდო ბაზრის] დევნება წამგებიანი სტრატეგიაა, ვინაიდან მცირე წაგეგებისგან ტკივილი აჭარბებს ასეთივე ხშირი მცირე გამარჯვებებისგან მიღებულ სიამოვნებას.

დანაკარგის მიმართ სიძულვილმა - ჩვენმა მიდრეკილებამ, განვიცადოთ დანაკარგით გამოწვეული ტკივილი უფრო მეტად, ვიდრე გამარჯვებისგან მივიღოთ სიამოვნება - შეიძლება გვიბიძგოს გამოვიტანოთ ინვესტიციები და მივატოვოთ ბაზარი ცუდი სესიის დროს. უკეთესი იქნება შემოწმების შეზღუდვა (კვარტალში ერთხელ შემოწმება საკმარისია) და ამ შემთხვევაში დავიცვათ ზემოთ აღწერილი სტატუს-კვოს პრიორიტეტი.

4.       დაიცავით თქვენი სტრატეგია.

კიდევ ერთ გავრცელებულ გადახრას ბრბოს ინსტინქტი ეწოდება, რომელიც სრულად გამოვლინდა 1987 წლის 19 ოქტომბერს (შავ ორშაბათს), როდესაც ინვესტორებმა მასობრივად მიატოვეს ბაზარი ერთი სესიის განმავლობაში, რის შედეგად Dow Jones-ის ინდექსი შემცირდა 20%-ით, რაც ისტორიაში უმსხვილესი ვარდნაა, რომელიც მოხდა ერთი დღის განმავლობაში. ეკონომისტმა რობერტ ჯ. შილერმა, რომელიც გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში 2013 წელს, მოგვიანებით ინვესტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და დაასკვნა, რომ 1987 წელს საფონდო ბაზრის ვარდა წარმოადგენდა პანიკას, რომელიც იყო გამოწვეული შიშით და ეფუძნებოდა ჭორებს და არა რეალურ საფრთხეს. რა არის საუკეთესო საშუალება, შეებრძოლო სურვილს, აჰყვე ბრბოსა და პანიკას? მოიმარჯვეთ საიმედო საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც იქნება ადაპტირებული თქვენს მიზნებზე, რისკთან და საინვესტიციო ჰორიზონტთან ტოლერანტული, რომლის დაცვას თქვენ შეძლებთ მიუხედავდ ყველაფრისა. ამგვარად თქვენ შეძლებთ თავდაჯერებულად მისცეთ სტატუს-კვოსკენ მიდრეკილებას უფლება, დაგტოვოთ სწორ გზაზე, მიუხედავად იმისა, რაც ბაზარზე ხდება.

ფაქტობრივად, შავ ორშაბათსაც კი შილერის ბროკერმა უთხრა მას, რომ არ ღირს ნერვიულობა. ბაზარმა ზრდა დაიწყო იმავე კვირის განმავლობაში და რეტროსპექტივაში საბირჟო გრაფიკები აჩვენებს, რომ ინვესტორები იდეოლოგიით შეიძინე და შეინახე გადარჩნენ, თუ თავის სტრატეგიას იცავდნენ, - წერს შილერი.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი