ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავების რეიტინგი

image

გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო სამგზავრო ავიალაინერების რეიტინგს:

1. Boeing 777
ავიალაინერი გამოდის 1995 წლიდან, შექმნილია 748 თვითმფრინავი. არ განუცდია არც ერთი კატასტროფა ფრენის საერთო დროის - 20 მლნ საათის მანძილზე. იყო რამოდენიმე ავარიის შემთხვევა, ორი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ერთში დაიღუპა 3 მგზავრი. 2014 წელს მალაიზიური Boeing საიკარგა ინდოეთის ოკეანეში, ხოლო 17 ივლისს აღნიშნული ტიპის თვითმფრინავი რუსულმა სამხედრო ძალებმა რაკეტით ჩამოაგდეს უკრაინის ცაში. ყველა მზავრი დაიღუპა. 
2. Airbus A340
ავიალაინერი გამოდის 1993 წლიდან. გამოშვებულია 341 თვითმფრინავი. ანგარიშზე მხოლოდ 5 ავარია აქვს, ფრენის საერთო რაოდენობის 13,5 მლნ სთ-ის მანძილზე, არავინ დაშავებულა.
3. Airbus A330
ავიალაინერი გამოდის 1993 წლიდან. გამოშვებულია 577 თვითმფრინავი. პირველი ავარია მოხდა ტულუზაში 1994 წელს, რაც ეკიპაჟის ყველა წევრის დაღუპვით დასრულდა. რიგით მეხუთე ავარია მოხდა 2009 წელს, ატლანტის ოკეანის თავზე, რომელიც ასევე ეკიპაჟის და ყველა მგაზვრის დაღუპვით დასრულდა - სულ 228 ადამიანი. კატასტროფის მიზეზი უცნობია. 2005 წელს, ტრიპოლის აეროპორტში დაჯდომისას დაიღუპა 103 ადამიანი 104-დან, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. ამ ტიპის ყველა თვითმფრინავს მთლიანობაში ნაფრენი აქვს 14 მლნ საათი, შესაბამისად რეიტინგში მესამე ადგილი დამსახურებულად უჭირავს. 
4. Boeing 747
ავიალაინერი გამოდის 1970 წლიდან, ექსპლუატაციაში იმყოფება 941 თვითმფრინავი. ანგარიშზე აქვს 1 კატასტროფა 17,5 მლნ სთ-ის ფრენის მანძილზე. ამ ტიპის ავიალაინერის 40 წლიანი ექსპლუატაციის მანძილზე დანაკარგი განიცადეს 51 თვითმფრინავზე, მოხდა 18 კატასტროფა სიკვდილიანობით. ყველაზე დიდი კატასტროფა იყო 1985 წელს, ტოკიოში, უხარისხო რემონტის გამო. პილოტებმა მართვის კონტროლი დაკარგეს, თვითმფრინავი მთას შეეჯახა, დაიღუპა 520 ადამიანი 524-დან, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. 
5. Boeing 737 NG
ავიალაინერი გამოდის 1997 წლიდან. ექსპლუატაციაშია 2 623 თვითმფრინავი. 17 მლნ სთ-ის ფრენის მანძილზე მოხდა მხოლოდ 1 კატასტროფა. Boeing 737 — ყველაზე მასობრივი თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავია. ექსპლუატაციის მთელ მანძილზე სულ მომხდარია სამი კატასტროფა. 
6. Boeing 767
ავიალაინერი გამოდის 1982 წლიდან. ექსპლუატაციაშია 879 თვითმფრინავი. ერთი კატასტროფა 15,5 მლნ სთ-ის მანძილზე. Boeing 767 — ერთ-ერთი პოპულარული თვითმფრინავი ავიაკომპანიებს შორის, რომელიც გრძელ მანძილზე გათვლილ რეისებს ასრულებს. თუმცა, 2012 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში დაიმტვრა 15 თვითმფრინავი. კატასტროფების დროს დაიღუპა 851 ადამიანი. 
7. Airbus A320
ავიალაინერი გამოდის 1988 წლიდან. ექსპლუატაციაში არის 3 600-ზე მეტი თვითმფრინავი (А319 და А321-თან ერთად). 15 მლნ სთ ფრენის მანძილზე მოხდა ერთი კატასტროფა. დამტვრეულია 33 თვითმფრინავი. მსხვილმა ავარიამ შეიწირა 199 ადამიანის სიცოცხლე. ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის ყველაზე ცუდი წელი იყო 2006: ერთდროულად 4 თვითმფრინავი დაიმტვრა, აქედან სამი ბრიუსელის აეროპორტში დგომისას დაიწვა (არავინ დაშავებულა). ბოლოს ფრანგულ ალპებში განცდილი ავარიის შემდეგ მოხდა კიდევ ერთი: 2015 წლის 29 მარტს, კანადის ერთ-ერთ აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა, რომლის დროს დაშავდა 23 მგზავრი. 
8. Boeing 757
ავიალაინერი გამოდის 1982 წლიდან. ექსპლუატაციაში იმყოფება 973 თვითმფრინავი. 15 მლნ სთ-ის მანძილზე მოხდა ერთი კატასტროფა. არსებობის მანძილზე სულ დამტვრეულია 8 თვითმფრინავი. 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ორივე თვითმფრინავი, რომელიც ცათამბჯენებს შეეჯახა იყო ამ ტიპის. კიდევ ერთი ავარია მოხდა ბოდენის ტბის თავზე, როცა ავიალაინერი შეეჯახა Ту-154-ს, რაც დისპეჩერის შეცდომის ბრალი იყო.
9. Boeing 737 CFMI
ავიალაინერი გამოდის 1984 წლიდან. ექსპლუატაციაში იმყოფება 1 760 თვითმფრინავი. 5,5 მლნ სთ-ის მანძლზე მოხდა ერთი კატასტროფა. მთლიანობაში დამტვრეულია 174 თვითმფრინავი, დაღუპულია 3 835 ადამიანი. ამ ტიპის ლაინერი 110-ჯერ გაიტაცეს ტერორისტებმა და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების წევრებმა, რის შედეგადაც დაიღუპა 500 ადამიანი. ამ ტიპის თვითმფრინავმა ყველაზე მსხვილი ავიაკატასტროფა განიცადა რუსეთში, პერმში 2008 წლის 14 სექტემბერს, როცა თვითმფრინავი პირდაპირ ქალაქში ჩამოვარდა. 
10. McDonnell-Douglas MD-11
ავიალაინერი გამოდის 1990 წლიდან. ექსპლუატაციაშია 187 თვითმფრინავი. 4 მლნ სთ-ის მანძილზე მოხდა 1 კატასტროფა. სულ დამტვრეულია 10 თვითმფრინავი. კატასტროფებში დაიღუპა 245 ადამიანი. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი