როგორ უნდა შეადგინოთ ხელშეკრულება თქვენს სასარგებლოდ

image

1. ყურადღება მიაქციეთ ვადებს - ფაქტიურად ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულების ეს პუნქტი მოიცავს ქვეპუნქტს, სადაც მითითებულია, რომ ამ ხელშეკრულების პირობები ვრცელდება მის გაფორმებამდე მხარეებს შორის წარმოქმნილ ურთერთბებზეც.   
2. მიუთითეთ სწორი ადგილი - ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როცა ხელშეკრულება ფორმდება სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ იურიდიულ სუბიექტებს შორის, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე რაიმე სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში საჭიროა განსაზღვრული იყოს რომელი სამართლებრივი ნორმები მოახდენს მის დარეგულირებას და რომელ სასამართლოს დაექვემდებარება დავა განსახილვეველად. 
3. არ გამოგრჩეთ წვრილმანები - მნიშვნელოვანია მოერიდოთ ზოგად ფორმულირებებს, მაგალითად როგორიცაა «აღნიშნული ხარისხის საქონელი», «საჭიროებისამებრ გამოყენება», «დროული გადახდა». არ ღირს პუნქტის «ხელშეკრულების საგანი»-ს გადატვირთვა, მასში იწერება მხოლოდ ის, რომ შემსრულებელმა უნდა შეასრულოს, ხოლო დამკვეთმა უნდა მიიღოს და აანაზღაუროს. 
4. საჭიროა ხელშეკრულებაში მოახდინოთ შესასრულებელი სამუშაოს დეტალიზაცია და ჩაწეროთ ზუსტი ფასი, გამოყავით დღგ-ს და ყველა სხვა გასათვალისწინებელი გადასახადი ან მიუთითეთ საფუძველი, რის გამოც საქონელს ან მომსახურებას ის არ ერიცხება. წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო სამსახურთან სერიოზული პრობლემები გექნებათ. 
5. მიუთითეთ გადახდის დრო. ჩვეულებრივ ხელშეკრულებაში იწერება «საბოლოო გადახდა მოხდება დამკვეთის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე» — თუმცა დამკვეთმა შეიძლება ხელი არ მოაწეროს აქტს. ამიტომ სჯობს მიუთითოთ, რომ დამკვეთი ვალდებულია საბოლოო გადახდა (ამა და ამ ოდენობით) განახორციელოს შესრულებული სამუშაოების და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის დღეს. ეს საშუალებას მოგცემთ არ დაელოდოთ დამკვეთის მხრიდან აქტზე ხელმოწერას და მიიღოთ თანხა. 
7. ყურადღება მიაქციეთ დღეების მითითებისას რას წერთ, რადგან ხშირად ერთმანეთში ერევათ ან ავიწყდებათ დაკონკრეტება ვადაში იგულისხმება სამუშაო თუ კალენდარული დღე, რაც პრობლემებს ქმნის. 
8. არ გამოგრჩეთ დამკვეთის ვალდებულებების ჩაწერა, რადგან სამუშაოს შესრულება მხოლოდ შემსრულებელზე არ არის დამოკიდებული და ბევრი რამ დამოკიდებულია კონტრაქგენტსა და დამკვეთზე. ამ ყველაფერს სჭირდება ხელშეკრულებაში გაწერა. მაგალითად, თუ დამკვეთი ვალდებულია რაიმე მასალები წარმოგიდგინოთ, მაშინ ვადის გაწერა შეგიძლიათ შემდეგნაირად: « Х სამუშაო დღის მანძილზე, დამკვეთის მხრიდან ყელა მასალისა და სამუშაოს შესრულებისთვის პირობების შქმნის შემდეგ». კიდევ ერთ პრაქტიკული ვარიანტია ვადის ათვლა ავანსის მიღების დღიდან, რომელიც გაწერილია ხელშეკრულებაში.  
9. ცვლილებები შეიტანეთ წესების დაცვით. ხელშეკრუელბაში საჭიროა მიუთითოთ: «ხელშეკრულების ყველა ცვლილება და დამატება ნამდვილად ითვლება, თუ ისინი შესრულებულია წერილობით და დამოწმებულია მხარეების ხელმოწერით». 
10. გამოიყენეთ მრავლობითი რიცხვის ძალა. ხელშეკრულებაში ხშირად გვხვდება ფრაზები: «მხარეს უფლება აქვს», «მხარეს შეუძლია». უფლება — ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რომელიც რეალიზდება ან არ რეალიზდება ამა თუ იმ მხარის ნება-სურვილის შესაბამისად. თუ შეცდომა დაუშვით, მაგალითად ვერ შეასრულეთ სამუშაო დათქმულ ვადებში, კონტრაგენტს უფლება აქვს ცალმხრივად გადაწყვიტოს როგორ მოგექცეთ. თუ თქვენ იყენებთ ფრაზას „მხარეებს უფლება აქვთ“ - ეს ნიშნავს, რომ პრობლემების წარმოქმნისას მათი გადაჭრა მოხდება ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე ან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი