რას ნიშნავს მიზანდასახულობა

image

იმისათვის, რომ იყოთ მიზანდასახული, პირველ რიგში უნდა გქონდეთ მიზნები. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა აბსტრაქტული გაგებები, როგორიცაა - მინდა მდიდარი ვიყო, წარმატებული და ა.შ. არამედ კონკრეტული, გათვლილი მიზნები. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გზის ბოლოს შესაძლებელი იყოს შედეგის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა და გაანალიზება. მაგალითად, თქვენი მიზანია «გამოიმუშაოთ 1000 დოლარი სექტემბერში ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად» - ამის მიღწევა და გაანალიზება გაცილებით იოლია, ვიდრე აბსტრაქტული სურვილის: «მინდა ბევრი ფული».

კონკრეტული მიზნის დასახვის შემდეგ ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა: «მჭირდება ეს? რისთვის? მზად ვარ მთლი ჩემი ენერგია და დრო დავხარჯო ამაზე?». ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დრო არ დაკარგოთ ტყუილად. ხშირად ადამიანები არასწორ და უსარგებლო მიზნებს ისახავენ, რისი მიღწევაც შემდეგ ხდება შეუძლებელი. შედეგი კი ყოველთვის ერთი და იგივეა - იმედგაცრუება. 

გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე რჩევა, რომლებიც თქვენი მიზნების მიღწევის გზას უფრო პროდუქტიულს გახდის:

1. გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მიხვალთ თუ არა ფინიშამდე;
2. მიზნისკენ ნებისმიერ მოძრაობას ახლავს სირთულეები, ახალი ტერმინები და პრობლემები, რომელბსაც მანამდე არ შეხვედრიხართ. იყავით ამისთვის მზად. 
3. იმ მომენტში, როცა დანებება მოგინდებათ და საკუთარ უსუსურობას დაინახავთ, გაიხსენეთ, რისთვის წარმოიწყეთ ეს ყველაფერი.
4. იმოქმედეთ. 

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა ნებისმიერ საქმეში. მთავარია შეუპოვრად აკეთოთ და არ გაჩერდეთ.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი