10 რჩევა ფულის გონივრულად დაზოგვისთვის

image

ფულის უბრალოდ გადადება ცოტა ვინმეს თუ გამოსდის. ყოველთვის მოიძებნება უამრავი ძალიან აუცილებელი საკითხი, რომელთა გამო ხარჯვა გვიწევს. ამიტომ, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ მიზანი. შეეცადეთ საკუთარ თავს დაუსვათ რეალურად გლობალური ამოცანა, რომლის შესრულებისთვისაც დაიწყებთ მოქმედებას. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა დედამიწის გარშემო, საკუთარი ბიზნესის გახსნა, საცხოვრებელი სახლის ყიდვა და ა.შ. 

1. აიძულეთ საკუთარი თავი მოცილდეთ მიმზიდველ ვიტრაჟს 
გადადეთ თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებდით კონვერტში. ასე მოიქეცით ყოველთვის, როცა რაიმე უმნიშნვნელოს გამო დააპირებთ ფულის დახარჯვარს. თვის ბოლოს გაგიკვირდებათ, როცა კონვერტში დაგროვილ თანხას დათვლით, რამდენი შეიძლებოდა გაგეტანებინათ ქარისთვის... ახლა კი თავისუფლად შეძლებთ დასასვნებლად წასვლას.  
2. თუ შინაგანად კოლექციონერი ხართ
შეაგროვეთ ჩეკები და ყველა ხარჯის ბალანსი გააკეთეთ, იქნება ეს საკვები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი თუ ტექნიკა. შედეგით განცვიფრებული დარჩებით, როცა ნახავთ, რომ ხელფასის თითქმის ნახევარი საკვებზე წავიდა. სხვათა შორის ამის შემდეგ, მადა ქვეითდება - ეს ფაქტიურად ბონუსია მათთვის, ვისაც გახდომა სურს.  
3. თვის ბოლოს პრემია რომ მიიღოთ, ყოველ ჯერზე გადადეთ ხელფასის1/12
ეკონომიის ასეთი უეშმაკო მეთოდი დაგეხმარებათ განსაკუთრებული ფინანსური დაბრკოლებების გარეშე მოემზადოთ მაგალითად საახალწლოდ. 
4. წვრილი ფულისთვის გახსენით სპეციალური ყულაბა და ყოველ საღამოს საფულიდან ამოკრებილი ხურდები ჩაყარეთ შიგნით როცა ჭურჭელი შეივსება, წაიღეთ ბანკში ან სუპერმარკეტში, სადაც ქაღალდის ფულში გადაგიცვლიან.  
5. იმისათვის, რომ მხოლოდ დაგროვებისთვის არ გადადოთ ფული და გაზარდოთ რაოდენობაში, დადეთ საბანკო დეპოზიტზე მაგრამ სანამ ამას იზამთ, კარგად შეისწავლეთ ბანკის პირობები კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით. 
6. მიეჩვიეთ ხელფასის მოხსნას ბარათიდან და ნაღდი ფულის ხარჯვას
ეს დაგეხმარებათ ფინანსების გაკონტროლებაში.  
7. გაარკვიეთ რა გადასახადები გექნებათ გადასახდელი საცვორებლის ან სხვა შენაძენის შემთხვევაში. 
8. ისწავლეთ სადილის მომზადება. 
პირველ რიგში კაფეში ლანჩზე ფულს დაზოგავთ, მეორეც - გასტრიტისგან დაიცავთ თავს. 
9. ისწავლეთ კომუნალურებზე დაზოგვა. 
ნუ დატოვებთ გაზს, დენს ან წყალს ტყუილად ჩართულს.  
10. მუდმივად გააკონტროლეთ თქვენი მობილური ოპერატორის ტარიფები. 
ჩართეთ ბონუს-პროგრამები, რომელბზეც ირიცხება უფასო sms-ები და წუთები. 

გისურვებთ ფინანსურ კეთილდღეობას!

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი