ფული ილევა - როგორ გავზარდოთ კაპიტალი

image

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას:

1) მოძებნეთ შემოსავლის კიდევ ერთი წყარო.
სჯობს ეს რამოდენიმე სხვადასხვა სპეციალობა იყოს. ასე თავს აარიდებთ მონოტონურობას და კიდევ ერთ საქმის სპეციალისტი გახდებით. ამის შემდეგ გაგეზრდებათ შემოსავალი, თუ კიდევ ერთ ახალ სფეროში ცდით საკუთარ შესაძლებლობებს;
2) ფული დააბანდეთ საკუთარ თავში 
თუ შემოსავლის ნაწილს საკუთარ განათლებაზე დახრჯავთ, ეს დაგეხმარებათ საქმე უკეთ შეასრულოთ, ასევე შეიძინოთ ახალი უნარები და შესაძლებლობები. არ უნდა დაეჭვდეთ, ღირს თუ არა ამაში ფულის დახარჯვა, ეს მცირედი ხარჯი სამომავლოდ კარგ ფინანსურ მდგომარეობას გპირდებათ;
3) გააკეთეთ ინვესტიციები
მოძებნეთ პროექტი, რომელშიც შეძლებთ ფულის დაბანდებას. ეს დაგეხმარებათ გაიჩინოთ შემოსავლის პასიური წყარო. ზოგჯერ შეიძლება «დაიწვათ», მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. მთავარია გონივრულად გააკეთოთ დაბანდება და ამისთვის შემოსავლის კონკრეტული ნაწილი გამოყოთ. მოახდინოთ ბაზრის შესწავლა. ამის შემდეგ უკეთ გაარკვევთ, სად და რამდენი უნდა დააბანდოთ;
4) არ იყიდოთ უსარგებლო ნივთები
თუ თქვენ გაქვთ მაღაზიებში ხეტიალის და უსარგებლო ნივთების შეძენის ჩვევა - სასწრაფოდ გადაეჩვიეთ ამ მავნე ჩვევას! მაღაზიებში გასვლამდე წინასწარ შეადგინეთ სია, იქნება ეს პროდუქტი თუ სხვა რამ, თან არ იქონიოთ ზედმეტი ფული და არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადოთ ბარათით. ასე უფრო გააკონტროლებთ ფინანსებს;
5) ჩაიწერეთ ფინანსების ბრუნვა
აწარმოეთ ბლოკნოტი, სადაც ჩაიწერთ რამდენი მიიღეთ შემოსავალი და რამდენი დახარჯეთ, თან რაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ფინანსების გაკონტროლების საუკეთესო ხერხია;
6) გადადეთ შემოსავლის ნაწილი
აუცილებლად გააკეთეთ დანაზოგი მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილით. ასე თანხას დააგროვებთ და სასარგებლოდ გამოიყენებთ. ოღონდ მკაცრად გააკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ დანაზოგის ხარჯვა არ დაიწყოთ;
7) გაუნაწილეთ
დანაზოგი შეგიძლიათ გაუნაწილოთ მას, ვისაც სჭირდება, ასესხოთ, ან უბრალოდ დაეხმაროთ თუ ამის საშუალება გაქვთ. ასეთი დამოკიდებულება დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ ფული არ არის უმთავრესი რამ, დახმარება კი ბევრს სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი თქვენი დანაზოგი გამოიტანოთ და დაარიგოთ. ფულის ხარჯვასაც ისეთივე გონივრული მიდგომა სჭირდება, როგორც მათ შოვნას. გაუფრთხილდით საკუთარ ფინანსებს და გაანაწილეთ გონივრულად!

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი