როგორ შევადგინოთ პირადი ფინანსური გეგმა?

image

ბევრს გსმენიათ ალბათ ფინანსური დაგეგმვის შესახებ. იმის შესახებ, რომ ყველა მდიდარ და წარმატებულ ადამიანს აქვს საკუთარი ფინანსური გეგმა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებენ პირადი ბიუჯეტის შედგენით. 
ამ სტატიაში შევეცდებით მარტივად აგიხსნათ რა საჭიროა ფინანსური გეგმა და როგორ უნდა შეადგინოთ ის თქვენით. 
საქმე იმაშია, რომ სწორად შედგენილი ფინანსური გეგმა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაარკვევთ რაში ხარჯავთ ფულს, სად შეგიძლიათ დაზოგვა, რამდენის ინვესტირება შეგიძლიათ. 
ეს თავის მხრივ მოგცემთ საშუალებას გაარკვიოთ, თუ რამდენი ფული გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და რა ვადაში შეძლებთ ამას. 

რით უნდა დავიწყოთ პირადი ფინანსური გეგმის შედგენა:

ნაბიჯი 1
აუცილებელია შეადგინოთ თქვენი აქტივების (შემოსავლების) და პასივების (ხარჯების) სია. 

ნაბიჯი 2
ახლა მიუწერეთ ციფრები ორვე ჩამონათვალს. 
მაშ ასე, თქვენ უკვე შეგიძლიათ რეალურ ციფრებში დაინახოთ რაში  და რამდენს ხარჯავთ და რა შემოსავალი გაქვთ. რაც მთავარია გაარკვიოთ - რამდენი გრჩებათ. თუ არ გაკმაყოფილებთ მიღებული სურათი, მაშინ დააკვირდით ხარჯების  ჩამონათვალს და დაფიქრდით, სად შეგიძლიათ დაზოგვა ან რისი ამოღება არის შესაძლებელი სიიდან. 

შევაჯამოთ:
პირადი ბიუჯეტის შესადგენად საჭიროა:

1. აქტივების და პასივების ცხრილის შედგენა და თანხის გადათვლა. შემოსავლები ხარჯზებზე მინიმუმ 10%-ით მეტი უნდა იყოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ იმაზე ფიქრი სად შეგიძლიათ დაზოგვა ან დამატებითი შემოსავლის მოძებნა. 

2. შემოსავლიდან პირველ რიგში გადაუხადეთ საკუთარ თავს - ანუ, მინიმუმ 10% გადადეთ დანაზოგის სახით, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახარჯოთ და რომელსაც შემდეგ საინვესტიციო მიმართულებას მისცემთ და მიიღებთ დამატებით შემოსავალს. ეს აუცილებელ პირობად გაიხადეთ!

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი