• საბანკო მომსახურება
  • დაზღვევა
  • ციფრული სამყარო
  • სხვადასხვა
  • რეიტინგები
შეაფასეთ ბანკი
შემოგვიერთდით
შეფასების გასაკეთებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შესვლა
რეგისტრაცია
ან

ბანკების რეიტინგი

რეიტინგი დგება საიტის მომხმარებელთა გამოხმაურებებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება მოცემულ მომენტში ბანკებში არსებული პროდუქტების, სერვისების და მომსახურების ხარისხს. რეიტინგში შეფასების დამატება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ გამოხმაურებას გადაამოწმებს საიტის ადმინისტრატორი. ხმების დათვლა ხდება დღე-ღამეში ერთხელ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ჩავთვალოთ ან არ ჩავთვალოთ საიტის მომხმარებელთა შეფასებები. მისასალმებელია გამოხმაურება, რომელიც ეფუძნება პირად გამოცდილებას. გთხოვთ ყველამ შეიკავოთ თავი ამა თუ იმ ბანკის ხელოვნურად გათეთრების ან გაშავებისგან.

ვრცლად ∨

«ეროვნული რეიტინგის» კონცეპცია

მიზანი: მაქსიმალურად ობიექტურად შეფასდეს Taripebi.ge-ს ვებ-გვერდის მომხმარებელთა პირადი მოსაზრებები მიმდინარე პერიოდში ბანკებში არსებული მომსახურების შესახებ. Taripebi.ge-ს მომხმარებელთა გამოხმაურებები სუბიექტურია და უნდა ეფუძნებოდეს პირად გამოცდილებას. მოცემულ შემთხვევაში მომსახურების დონე განისაზღვრება ემოციური შთაბეჭდილებით, რომელიც იქმნება ბანკის თანამშრომლებთან ურთიერთობისას და გაწეული მომსახურების ბანკის მიერ გამოცხადებულ პირობებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დადგენით (საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე გამოცხადებული პირობების წარდგენა მომსახურების დონეში გათვალისწინებულია). დროთა განმავლობაში გამოხმაურებები კარგავენ აქტუალობას.


რეიტინგის წესები
ჩვენი პარტნიორები
დათვლის ფორმულა
ინფორმაცია ბანკისთვის
«ეროვნული რეიტინგის» წესები

1. მისასალმებელია გამოხმაურება, რომელიც ეფუძნება პირად გამოცდილებას.

2. ბანკის შესაფასებლად გთავაზობთ 5-ბალიან შკალას:
"5" — ძალიან კარგი;
"4" — კარგი;
"3" — საშუალო;
"2" — ცუდი;
"1" — ძალიან ცუდი.
ასევე არსებობს ბანკის შეფასების ღიად გამოტანისთვის თავის არიდების შესაძლებლობა. З. ცალკე აღებული ბანკისთვის ხმის მისაცემად, დადებითი, უარყოფითი ან საშუალო შეფსების დასმა შესაძლებელია თვეში მხოლოდ ერთხელ. 4. ავტორს შეუძლია შეცვალოს გამოხმაურების ქულა თუ გამოაგზავნის დასაბუთებულ მოთხოვნას რეიტინგის ადმინისტრატორთან შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@taripebi.ge
5. გამოხმაურება არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ:
5.1. ის არ შეესაბამება რეიტინგის კონცეფციას;
5.2. მასში არ არის დაცული ურთიერთობის ცივილიზებული ფორმები და გამოყენებულია არანორმატიული ლექსიკა;
5.3. გამოხმაურებაში გამოვლინდება აღწერილი მოვლენების ფალსიფიკაცია;
5.4. მოხდება საბანკო პროდუქტისა და მომსახურების რეკლამის აშკარა გამოვლინება;
5.5. დაფიქსირდება არასრული მონაცემები ან ფაქტების არ არსებობა;
5.6. გამოხმაურების ავტორი უარს განაცხადებს წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია, საიტის ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;
5.7. გამოხმაურებისას დაირღვევა ხმის უნიკალურობა, ანუ ერთი მომხმარებელი შეეცდება დაწეროს ერთი და იგივე ბანკზე სხვადასხვა მომხმარებლის სახელით.

რეიტინგში შეფასების დამატება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ გამოხმაურებას გადაამოწმებს საიტის ადმინისტრატორი.
Taripebi.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ჩათვალოს ან არ ჩათვალოს საიტის მომხმარებელთა შეფასებები.
ეროვნული რეიტინგის ავტორებმა ვებ-გვერდზე Taripebi.ge აუცილებლად უნდა დაიცვან ქცევის წესები.
ჩვენი მედია და ინტერნეტ პარტნიორები:

1. მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის, სამხრეთ კავკასიაში "თი ენ ეს"-ი
2. ინტერნეტ პორტალი Marketer.ge
3. ინტერნეტ პორტალი Commersant.ge
4. ტელეკომპანია მაესტროს - სატელევიზიო გადაცემა "საქმიანი დილა"

        
რეიტინგების გამოთვლის ფორმულა შექმნილია კომპანია "ლაქი გრუპი"-ს მიერ, საიტზე მეთოდის ტესტირება და მისი გამოყენების კვალიფიციური მხარდაჭერა განხორციელდა მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის, სამხრეთ კავკასიაში "თი ენ ეს"-ის ექსკლუზიური ლიცენზიანტის მიერ.

მიმაგრებული ფაილი   - ფორმულა
ინფორმაცია ბანკებისთვის ეროვნული რეიტინგის შესახებ

საიტზე შემომსვლელთა აზრი, რომელიც გამოქვეყნებულია «ეროვნულ რეიტინგში», სუბიექტურია და გამოხატავს მათი ავტორების აზრს.
ვებ–გვერდი Taripebi.ge არ იღებს პასუხისმგებლობას გამოხმაურებებში მოცემულ ინფორმაციაზე, მათი წერის სტილზე, ემოციურ ფონზე და შეფასებაზე, რომლებსაც ავტორები აკეთებენ.
ამა თუ იმ გამოხმაურებაზე ბანკის ოფიციალური პასუხის გამოქვეყნებისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ვებ–გვერდი Taripebi.ge–ს ადმინისტრაციას, ელ-ფოსტა: info@taripebi.ge ვებ–გვერდის ადმინისტრაციასთან შეგიძლიათ გაარკვიოთ «პირადი კაბინეტის» სერვისის პირობები, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ ბანკების წარმომადგენლებმა შეძლონ ოფიციალური პასუხის დამოუკიდებლად გამოქვეყნება.
დახურვა ∧
საერთო ბანკის შეფასებები
საქართველოს ბანკი - ბანკის შეფასება
5
საქართველოს ბანკი
კარგი ბანკია
ტერა ბანკი - ბანკის შეფასება
4
კარგი და მყუდრო გარემოა, ტარიფებიც მისაღებია
კარგი და მყუდრო გარემოა, ტარიფებიც მისაღებია
პროკრედიტ ბანკი - ბანკის შეფასება
5
სუპერ
ძალიან კარგია ვაფასებ 100 ბონუსით
თიბისი ბანკი - ბანკის შეფასება
1
ძალიან კომფორტულია და მისაღები ამ ბანკის ყველა სერვისი და მომსახურება
მინდა ვუსურვო წარმატებები და კიდევ ბევრი სიახლეების დანერგვა
თიბისი ბანკი - ბანკის შეფასება
5
საუკეთესო ბანკია
ყელაზე კარგი ბანკია საქართველოში :) რაც მთავარია საკუეთესო ონლაინ ბანკი აქ
ვი-თი-ბი ბანკი - ბანკის შეფასება
4
დადებითი განწყობა
დიდი ხანია ამ ბანკის კლიენტი ვარ, არასდროს არ შემქმნია არანაირი პრობლემა. თანამშრომლები ძალიან თავაზიანები არიან.
ტერა ბანკი - ბანკის შეფასება
1
ბანკომატები და ფილიალების სიმცირე
მომსახურება კარგი აქვთ მაგრამ არ აქვთ პროდუქტები და რისთვის უნდა მივიდე
საქართველოს ბანკი - ბანკის შეფასება
5
მომსახურება
კარგი მომსახურება არჩევანი საბანკო პროდუქტებზე ბონუსური სისტემა, მოკლედ სუპერ ბანკია

კალკულატორები